„როიტერი“ - ჩინეთი სავარაუდოდ სარაკეტო დარტყმების პრაქტიკისთვის აშშ-ის საზღვაო გემების მაკეტებს აგებს
„როიტერი“ - ჩინეთი სავარაუდოდ სარაკეტო დარტყმების პრაქტიკისთვის აშშ-ის საზღვაო გემების მაკეტებს აგებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, სასწავლო სამიზნეებად გამოყენებისთვის, ჩინეთი სინძიანის უდაბნოში აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდებისა და სხვა სამხედრო გემების მაკეტებს ამზადებს.

მედიაში გავრცელებულ სატელიტურ სურათებზე ნაჩვენებია აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდისა და სულ მცირე ორი საესკადრო ნაღმოსანის სრულმასშტაბიანი კონტურები, რომლებიც ტაკლამაკანის უდაბნოშია აგებული.

„როიტერის“ ინფორმაციით, ტაკლამაკანის უდაბნოს ჩინეთის სარაკეტო ძალები ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელად იყენებს. მათსავე ცნობით, აგებული მაკეტები ასახავს ჩინეთის მცდელობას, გააძლიეროს საკუთარი საჰაერო ხომალდების შესაძლებლობები, განსაკუთრებით აშშ-ის საზღვაო ძალების წინააღმდეგ.

პენტაგონის წლიური ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტების გამოცდას პერმანენტულად ახორციელებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, რომელზეც ჩინეთს ტერიტორიული დავა აქვს ტაივანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კიდევ ოთხ ქვეყანასთან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ დაიცავს ფილიპინებს, თუ სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდება და ჩინეთს პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.