„როიტერი“ – ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომის დასასრულებლად ტარიფების გაუქმებას ითხოვს

01:33, 25.04.2025

ჩინეთი აშშ-თან სავაჭრო ომის დასასრულებლად ტარიფების გაუქმებას ითხოვს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ მოლაპარაკებები ვაშინგტონთან და არ მიუღწევიათ არანაირი შეთანხმებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან შეთანხმებას მიაღწევს და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს „პირდაპირი კონტაქტი“.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ამ საკითხის გადაჭრა, მაშინ უნდა გააუქმოს ყველა „ცალმხრივი სატარიფო ზომა“ ჩინეთის წინააღმდეგ.

მსგავსი