„როიტერი“ – ბრიუსელში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს

20:18, 24.10.2026

ბრიუსელში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებასა და განათლებისთვის დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით,  დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა საგზაო ნიშნების, სკუტერებისა და ველოსიპედების დაწვა სცადეს.

გამოცემა „როიტერი“ აღნიშნავს, რომ დღევანდელი აქციისას მომხდარი შეტაკებები გასული კვირის დაპირისპირებებთან შედარებით ნაკლებად ძალადობრივი იყო.

ცნობისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საპროტსტო აქციები სხვადასხვა მოთხოვნით იმართება. მათ შორისაა ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი და ალბანეთი.

მსგავსი