„როიტერი“ - ბოლო ორი დღის განმავლობაში სირიაში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის მებრძოლებს შორის დაპირისპირებას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო ორი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სირიაში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოკლულია, სულ მცირე, 745 მშვიდობიანი მოქალაქე, სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალების 124 წევრი და ასადის ლოიალისტებიდან 148 მებრძოლი. მოკლულებს შორის არიან ალავიტი ქალები და ბავშვები.