„როიტერი“ - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ტაქტიკური პაუზების ამოქმედება გააკრიტიკა
„როიტერი“ - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ტაქტიკური პაუზების ამოქმედება გააკრიტიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ტაქტიკური პაუზების ამოქმედება გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როდესაც დილით პრემიერ-მინისტრმა 11-საათიანი ჰუმანიტარული პაუზის შესახებ გაიგო, თავდაცვის ძალების მეთაურს მკაფიოდ განუცხადა, რომ მისთვის ეს მიუღებელი იყო“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „როიტერთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ყოველდღიური „ტაქტიკური პაუზების“ შესახებ განაცხადეს. პაუზები გუშინ დაიწყო და დილის 08:00 საათიდან 19:00 საათამდე იმოქმედებს.