„როიტერი“ - ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ბავშვი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლი
„როიტერი“ - ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ბავშვი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლი

ბაღდადში, „მწვანე ზონის“ მიმართულებით რაკეტა ისროლეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ბავშვი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.

ერაყის დედაქალაქის „მწვანე ზონაში“ აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისიებია განთავსებული.

ამას გარდა, ერაყის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა გააუვნებელყვეს კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც თაჯის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაისროლეს. აღნიშნულ ბაზაზე ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებულნი.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ჩვეულებრივ ერაყში ამერიკულ ობიექტებზე სარაკეტო იერიშებში აშშ-ის ხელისუფება ირანს ადანაშაულებს. ბოლო სარაკეტო იერიშებზე არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

„როიტერი“ წერს, რომ გასულ კვირას ბაღდადის სამხრეთ ნაწილში ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ირანის მირ მხარდაჭერილ შიიტურ რადიკალურ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ადგილობრივ ოფისში რეიდი ჩაატარეს და სარაკეტო თავდასხმებთან დაკავშირებით ათზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა უმრავლესობა მალევე გაათავისუფლეს.