„როიტერი“ - ავსტრალიამ ლიბანური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ და ნეონაცისტური ორგანიზაცია „საფუძველი“ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარა
„როიტერი“ - ავსტრალიამ ლიბანური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ და ნეონაცისტური ორგანიზაცია „საფუძველი“ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარა

ავსტრალიამ ლიბანური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ და ნეონაცისტური ორგანიზაცია The Base (საფუძველი) ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ტერორისტულ ორგანიზაციის აღიარება ნიშნავს, რომ აღნიშნული დაჯგუფებების წევრობა ავსტრალიის კანონმდებლობით უკანონოდ მიიჩნევა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 25 წლამდე პატიმრობით ისჯება.

„ავსტრალიაში ძალადობრივი ექსტრემიზმისთვის ადგილი არ არის. არ არსებობს არანაირი მიზეზი, იქნება ეს რელიგიური თუ იდეოლოგიური, რამაც შესაძლოა, უდანაშაულო ადამინების მკვლელობა გაამართლოს“, – განაცხადა ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარენ ენდრიუსმა.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ავსტრალიაში „ჰეზბოლა“ არ არის აქტიური, თუმცა ხელისუფლება მიიჩნევ, რომ 2018 წელს დაფუძნებული ნეონაცისტური ორგანიზაცია The Base ქვეყანაში ქსელის შექმნას ცდილობს.