„როიტერი“ - ავღანეთში თალიბმა მებრძოლებმა მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მოკლეს
„როიტერი“ - ავღანეთში თალიბმა მებრძოლებმა მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მოკლეს

ავღანეთში თალიბმა მებრძოლებმა მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მოკლეს. კერძოდ, მოკლულია ავღანეთის მთავრობის მედიისა და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავა ხან მენაპალი.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, ტერორისტებმა ის პარასკევის ლოცვის დროს მოკლეს.

„თალიბანის“ პრესსპიკერი აცხადებს, რომ მენაპალი „დასაჯეს მისი ქმედებებისთვის“.

მიმდინარე კვირას ქაბულში თალიბმა მებრძოლებმა ერთ-ერთი რაიონის გუბერნატორი მოკლეს.