„როიტერი“ - აშშ უკრაინისთვის 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემისთვის ემზადება
„როიტერი“ - აშშ უკრაინისთვის 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალი, 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემისთვის ემზადება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, პაკეტი საჰაერო სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და საწვავის გადამტან ავტომობილებს მოიცავს. გავრცელებული ცნობით, დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და ის ცნობილი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება.

დახმარების დიდი ნაწილი 2,1 მილიარდი აშშ დოლარის იარაღს მოიცავს, რომელიც ფინანსდება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისგან, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, იარაღი მწარმოებლებისგან შეიძინოს და არა – აშშ-ს იარაღის მარაგებიდან მიაწოდოს უკრაინას.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან აშშ-მა უკრაინისთვის 30 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარების პაკეტი გასცა.