„როიტერი“ - აშშ თანახმაა, ირანის გაყინული აქტივები გაათავისუფლოს
„როიტერი“ - აშშ თანახმაა, ირანის გაყინული აქტივები გაათავისუფლოს

აშშ თანახმაა, ირანის გაყინული აქტივები გაათავისუფლოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან ეს სერიოზული ნაბიჯია მოლაპარაკებებისას.

აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპზე აშშ-ს მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, ირანმა ისლამაბადში ომის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პირობად გაყინული აქტივების გათავისუფლება დაასახელა.