„როიტერი“ - აშშ-ში მყოფი უცხოელი სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, იძულებულნი იქნებიან, ქვეყანა დატოვონ
„როიტერი“ - აშშ-ში მყოფი უცხოელი სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, იძულებულნი იქნებიან, ქვეყანა დატოვონ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი უცხოელი სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, იძულებულნი იქნებიან, ქვეყანა დატოვონ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რამდენ სტუდენტს შეეხება ახალი განკარგულება. ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები ამ წესს არ დაიცავენ, შესაძლოა, მათი დეპორტაცია განხორციელდეს.

საუბარია F-1 და M-1 ვიზების მფლობელებზე, რომლებიც აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს ეხება. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ქვეყანამ 388 839 F-1 და 9 518 M-1 ვიზა გასცა.

„როიტერის“ ინფორმაცით, არსებული ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ჰარვარდის უნივერსიტეტი 2020- 2021 სასწავლო წელს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

გამოცემის ცნობით, ახალი წესი არ შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტებში დადიან.