„როიტერი“ - აშშ მოუწოდებს ისრაელს, პატივი სცეს პროტესტის ფონზე ადამიანების შეკრების თავისუფლებას
„როიტერი“ - აშშ მოუწოდებს ისრაელს, პატივი სცეს პროტესტის ფონზე ადამიანების შეკრების თავისუფლებას

აშშ მოუწოდებს ისრაელს, პატივი სცეს პროტესტის ფონზე ადამიანების შეკრების თავისუფლებას, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

თეთრმა სახლმა მოუწოდა ისრაელს, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას მას შემდეგ, რაც პოლიციამ დააკავა ათობით მომიტინგე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სასამართლო რეფორმას.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას და პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას. ნათელია, ისრაელში მნიშვნელოვანი დებატები და დისკუსია მიმდინარეობს შემოთავაზებულ გეგმაზე. ასეთი დებატები ძლიერი დემოკრატიის ჯანსაღი ნაწილია“, – განაცხადეს თეთრ სახლში.