„როიტერი“ - აშშ ხედავს გარღვევას ისრაელ-„ჰამასის“ მოლაპარაკებებში
„როიტერი“ - აშშ ხედავს გარღვევას ისრაელ-„ჰამასის“ მოლაპარაკებებში

აშშ ხედავს გარღვევას ისრაელ-„ჰამასის“ მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ საკმაოდ მნიშვნელოვანი კორექტირება მოახდინა თავის პოზიციაში ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პოტენციურ შეთანხმებასთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ ეს გამოიწვევს შეთანხმების მიღწევას, რომელიც იქნება ნაბიჯი ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისკენ.

„ჩვენ მივაღწიეთ გარღვევას“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით და რომ მისი მიღწევა არ იქნება მოსალოდნელი რამდენიმე დღის განმავლობაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ გადაწყვიტა, დელეგაცია გაგზავნოს „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეფერხებული მოლაპარაკებების განახლებისთვის.