„როიტერი“ – აშშ-ის მიერ ირანის კუნძულზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ნავთობის ფასები 2%-ზე მეტით გაიზარდა
აშშ-ის მიერ ირანის კუნძულზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ნავთობის ფასები 2%-ზე მეტით გაიზარდა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 2,51 დოლარით, ანუ 2,85%-ით, გაიზარდა და ბარელზე 90,61 დოლარი შეადგინა, WTI-ის ფასი კი 2,13 დოლარით, ანუ 2,55%-ით, გაიზარდა და ბარელზე 85,53 დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, აშშ-ის ძალებმა 30 აგვისტოს ჰორმუზის სრუტეში, ირანის კუნძულ ლარაკზე, ორი სარაკეტო გამშვები დანადგარი დაბომბეს.
საპასუხოდ, ირანმა იორდანიაში მდებარე აშშ-ის ორ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა.