„როიტერი“ - აშშ-ის კონგრესში უკრაინის დასახმარებლად თითქმის 12 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
„როიტერი“ - აშშ-ის კონგრესში უკრაინის დასახმარებლად თითქმის 12 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის კონგრესში უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის თითქმის 12 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ხარჯების შესახებ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება 4,5 მილიარდი დოლარი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების და აღჭურვილობის მისაწოდებლად, ასევე 2,7 მილიარდი დოლარი სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სახის თავდაცვითი მხარდაჭერის გასაგრძელებლად. ხარჯებში ასევე გათვალისწინებული იქნება 4,5 მილიარდი დოლარი მომავალ კვარტალში, უკრაინის მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერისთვის, რათა დაეხმაროს ხელისუფლებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდაში, კონფლიქტს გამოქცეული უკრაინელების მხარდაჭერაში და მოქალაქეების დასახმარებლად სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხარჯების დასაფარად.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა თხოვნით, გამოყოს უკრაინის საგანგებო სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის 11,7 მილიარდი დოლარი.

კონგრესს პარასკევის შუაღამემდე აქვს ვადა, რათა ხარჯების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის ე.წ. შათდაუნი ემუქრება.