„როიტერი“ – აშშ-ი თურქეთისთვის მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს

08:09, 14.10.2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის ემზადება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის ოპერაციის საპასუხოდ სამხედრო ძალის გამოყენებას აშშ-ში არ განიხილავენ და არც არასდროს განიხილავდნენ.

„ხაზინის დეპარტამენტი მზად არის. ამას დიდი შედეგი მოჰყვება. თურქეთმა ეს მოითხოვა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ი თურქეთს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს მიმდინარე კვირაში დაუწესებს.

მსგავსი