„როიტერი“ – აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაში 30-დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე მუშაობას მალე დაასრულებენ

23:52, 09.05.2025
(FILES) In this file photo taken on December 28, 2022 Ukrainian servicemen fire with a CAESAR self-propelled howitzer towards Russian positions in eastern Ukraine. France will send 12 further Caesar truck-mounted howitzers to Ukraine for its fight against Russian invaders, Defence Minister Sebastien Lecornu said on January 31, 2023.  The artillery pieces, adding to 18 already delivered, would be financed from a 200-million-euro ($217-million) fund France set up to fund arms for Kyiv, Lecornu said in a joint Paris press conference with his Ukranian counterpart Oleksiy Reznikov. (Photo by Sameer Al-DOUMY / AFP)

აშშ და ევროპელი მოკავშირეები მალე დაასრულებენ უკრაინაში 30-დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზების მომზადებას, ხოლო რუსეთი თუ უარს იტყვის, მოსკოვს ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციები ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, განიხილება ორი მიდგომა, ან ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება, ან რუსეთისთვის პასუხის გასაცემად გარკვეული ვადის მიცემა.

„უახლოეს საათებში ან დღეებში, შეიძლება, გამოცხადდეს ზავი, ან 30 დღით, ან ნაწილობრივი, ეტაპობრივი. ეს ვარიანტები ჯერ კიდევ განიხილება“, – განაცხადა „როიტერის“ წყარომ.

წყაროს თქმით, მოლაპარაკებები ევროპასა და აშშ-ს შორის გასული კვირიდან გააქტიურდა.

„ამერიკელებთან განხილვების დროს ჩვენ ვიგრძენით გარკვეული გაღიზიანება რუსეთის პოზიციის მიმართ, რეაქციის არარსებობისა და მოსკოვის პასუხებში სერიოზულობის ნაკლებობის გამო“, – აღნიშნა წყარომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისს მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას 30-დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ და დაიმუქრა, რომ ზავი თუ არ იქნება დაცული, აშშ დამატებით სანქციებს დააწესებს. უკრაინამ აშშ-ის შეთავაზების მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა.

მსგავსი