„როიტერი“ - ალექსეი ნავალნის შტაბის სპიკერმა, კირა იარმიშმა რუსეთი დატოვა
„როიტერი“ - ალექსეი ნავალნის შტაბის სპიკერმა, კირა იარმიშმა რუსეთი დატოვა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბის სპიკერმა, კირა იარმიშმა რუსეთი დატოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იარმიში ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გადავიდა.

თვის დასაწყისში, რუსეთის სასამართლომ მას „კოვიდ 19“-ის რეგულაციების დარღვევის გამო 18 თვით აუკრძალა გადაადგილება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იარმიშს აეკრძალა ღამის საათებში სახლიდან გასვლა, გამოსვლებში მონაწილეობის მიღება და მისამართის შეცვლა სასამართლოს ინფორმირების გარეშე.

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთი ნავალნის რამდენიმე მოკავშირემ დატოვა, მათ შორის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობადმა სახემ, ლიუბოვ სობოლმა.