„დორტმუნდის“ ნახევარმცველი მარკო როისი გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მოთამაშეთა ვერსიით, – წელს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. როისმა ხმების 31.4 პროცენტი მიიღო.
30 წლის ფეხბურთელი კარიერაში მესამედ ხდება ბუნდესლიგის უძვირფასესი მოთამაშე. მან ამ გამოკითხვაში 2012 და 2014 წლებში გაიმარჯვა.
გასულ სეზონში მარკო როისმა 27 მატჩში 17 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „დორტმუნდმა“ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა – ჩემპიონ „ბაიერნს“ორი ქულით ჩამორჩა.