როგორი იქნება ორბელიანის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ - [ფოტო/ვიდეო]

თბილისში ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

პროექტის საერთო ღირებულება 52 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს.

პროექტის პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე გაიმართა.