რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც მოსკოვის „ლოკომოტივი“ ტულას „არსენალს“ ხვდება, „რკინიგზელთა“ ოფიციალურმა „ტვიტერმა“ მატჩისწინა მოთელვის ფოტო გამოაქვეყნა. მასში „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ჩაფხუტით არის გასული მინდორზე.
სწორედ ასეთი ჩაფხუტით თამაშობდა თავის მძიმე ტრავმის შემდეგ ლონდონის „არსენალის“ ჩეხი მეკარე პეტრ ჩეხი.
შეგახსენებთ, რომ კვირკველიამ თავის ტრავმა „ენისეისთან“ მატჩში მიიღო. ქართველ მცველს 12 ნაკერი დაადეს.
„ლოკომოტივი“ – „არსენალი“ თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.