როგორ მუშაობს გერმანიის საარჩევნო სისტემა გამარჯვებულის გამოსავლენად
გერმანიის ფედერალური პარლამენტი, ბუნდესტაგი სულ მცირე 598 ადგილისგან შედგება. როდესაც გერმანელები მიდიან არჩევნებზე, ისინი აძლევენ ორ ხმას ამ ადგილებზე დეპუტატების ასარჩევად.
პირველი არის 299 ოლქში ადგილობრივი დეპუტატის არჩევა. კანდიდატს, რომელმაც მოიპოვა ყველაზე მეტი ხმა თითოეულ ოლქში, ადგილი გარანტირებული აქვს. მეორე კენჭისყრა ემყარება სხვა სისტემას – პროპორციულ წარმომადგენლობას. დანარჩენი 299 ადგილი ნაწილდება თითოეული პარტიის ხმების წილის საფუძველზე.
რაც შეეხება კანცლერის არჩევის წესს, პარტიები თავიანთ კანდიდატს წამოაყენებენ საარჩევნო კამპანიის წინ. ახალი მთავრობის შექმნისთანავე, გერმანიის პრეზიდენტი კანცლერს ასახელებს, რომელსაც აირჩევს ბუნდესტაგი. ეს არის, როგორც წესი, მთავარი კანდიდატი ახლად შექმნილ მთავრობაში უფროსი კოალიციური პარტნიორიდან. კანცლერობის კანდიდატს ასარჩევად სჭირდება კანონმდებლების აბსოლუტური უმრავლესობა. ჯერჯერობით ყველა კანცლერი, მერკელის ჩათვლით, არჩეულ იქნა პირველ ტურში.
გერმანიაში ფედერალური არჩევნები მიმდინარეობს. ბოლოს განახლებული საპროგნოზო მონაცემებით, მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მოსახლეობის 25.7 პროცენტი უჭერს მხარს, მმართველ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსს კი 24.5 პროცენტი.