ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის შედეგების მიხედვით 10 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი შეადგინა.
წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი. მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი. პირველი სამეული შეავსი „რეალის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა ადგილები 2024 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში.
IFFHS-ის ვერსიით 2024 წლის 10 საუკეთესო ფეხბურთელი:
- როდრი (მანჩესტერ სიტი) – 191 ქულა
- ვინისიუსი (რეალი) – 166
- ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 62
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 39
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 35
- დანიელ კარვახალი (რეალი) – 35
- ტონი კროოსი (რეალი) – 10
- ჰარი კეინი (ბაიერნი) – 9
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 8
- კილიან მბაპე (რეალი) – 7