როდრი - ფეხბურთელები მალე უარს იტყვიან თამაშზე, ეს მომენტი დადგება #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს, როდრის მიაჩნია, რომ მალე ფეხბურთელები უარს განაცხადებენ მინდორზე გასვლაზე იმ გაზრდილი დატვირთვების გამო, რაც მატჩების დიდი რაოდენობითაა გამოწვეული.
„ვფიქრობ, ჩვენ ახლოს ვართ ამასთან. ეს მოთამაშეების საერთო აზრია. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლაა, დადგება მომენტი, როცა სხვა არჩევანი აღარ იქნება“, – მოჰყავს როდრის სიტყვები გაზეთ „ტელეგრაფს“.
28 წლის ესპანელმა 2023-24 წლების სეზონში საკლუბო დონეზე 50 მატჩი ჩაატარა, ასევე რვა შეხვედრა ითამაშა ესპანეთის ნაკრებში.