როდრი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო სეზონის სიმბოლურ გუნდში „მანჩესტერ სიტის“ შვიდი მოთამაშე მოხვდა #1TVSPORT
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის დასრულებული სეზონის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი, შვიდი ფეხბურთელი გათამაშების ტრიუმფატორის, „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობიდან მოხვდა.
2022/23 წლის სეზონის უძვირფასესი მოთამაშე „სიტის“ ესპანელი ნახევარმცველი როდრი გახდა, რომელმაც ფინალში მილანის „ინტერს“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, თუმცა თერთმეტეულში მის პოზიციაზე ვინისიუს ჟუნიორი აირჩიეს მადრიდის „რეალიდან“.
სეზონის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: ტიბო კურტუა (მადრიდის „რეალი“).
მცველები: კაილ უოკერი („მანჩესტერ სიტი“), რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“), ალესანდრო ბასტონი („ინტერი“), ფედერიკო დიმარკო („ინტერი“).
ნახევარმცველები: ჯონ სტოუნსი („მანჩესტერ სიტი“), როდრი („მანჩესტერ სიტი“), კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“).
თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა („მანჩესტერ სიტი“), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“), ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის „რეალი“).