როჟერიუ სენი „ფლამენგოს“ მწვრთნელი გახდა
როჟერიუ სენი „ფლამენგოს“ მწვრთნელი გახდა

ლეგენდარული ბრაზილიელი მეკარე, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი როჟერიუ სენი „ფლამენგოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

ბრაზილიურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა 47 წლის სპეციალისტის დანიშვნის შესახებ. კონტრაქტი 2021 წლის დეკემბრამდეა გაფორმებული.

სენიმ „ფლამენგოში” მუშაობის შესაძლებლობისთვის „ფორტალეზას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, რომელსაც 2017-2020 წლებში ავარჯიშებდა.

სენი, რომელმაც მთელი კარიერა „სან პაულუში“ გაატარა, ფეხბურთის ისტორიაში ოფიციალურად არის აღიარებული მეკარედ, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი (131) გაიტანა.