რობოტების საპროტესტო აქცია პოლონეთში
რობოტების საპროტესტო აქცია ვარშავაში
რობოტები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ – დაახლოებით 30-მა ადამიანის მსგავსმა რობოტმა (ჰუმანოიდმა), ოთხფეხა „კოლეგებთან“ ერთად, ვარშავის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო და ხელოვნური ინტელექტის საკითხების რეგულირება და სამუშაო ადგილების დაცვა მოითხოვა.

ერთ-ერთმა რობოტმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ კითხვებსაც უპასუხა. კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანი არა ტექნოლოგიური პროგრესის შეჩერება, არამედ ხელოვნური ინტელექტისა და შრომის ბაზარზე რობოტიზაციის გავლენის შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებაა. პოლონეთის ციფრული საკითხების სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყების მიზნები აქციის მონაწილეთა შეშფოთებას ემთხვევა და ადამიანების ინტერესების დაცვა სამინისტროსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია.