რობინ დანიგანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა
რობინ დანიგანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

„ელჩი დანიგანი შეხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“. განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და „გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. მოვუწოდებთ, სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნეს გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.