რობინ დანიგანი - მადლობა კახა კალაძეს 2017 წელს აზერბაიჯანში ჩვენი პირველი შეხვედრის ფოტოს გაზიარებისთვის, ველი შემდგომ თანამშრომლობას მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის მერთან
რობინ დანიგანი - მადლობა კახა კალაძეს 2017 წელს აზერბაიჯანში ჩვენი პირველი შეხვედრის ფოტოს გაზიარებისთვის, ველი შემდგომ თანამშრომლობას მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის მერთან

მადლობა კახა კალაძეს 2017 წელს აზერბაიჯანში ჩვენი პირველი შეხვედრის ფოტოს გაზიარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში წერს და თბილისის მერთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც დანიგანი აღნიშნავს, ელოდება შემდგომ თანამშრომლობას მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის მერთან.

„მადლობა მერ კახა კალაძეს 2017 წელს აზერბაიჯანში ჩვენი პირველი შეხვედრის ფოტოს გაზიარებისთვის, სასიამოვნო იყო თბილისში კვლავ შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ჩვენი ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა. ველი შემდგომ თანამშრომლობას მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის მერთან“, – წერს აშშ-ის ელჩი.