რობერტო მარტინესმა თბილისში ნიდერლანდებთან თამაშს ვერ ჩამოუსწრო #1TVSPORT
საქართველოში პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი ჩამოვიდა, რომელიც ევრო 2023-ზე 21-წლამდე გუნდის თამაშს უნდა დასწრებოდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი ამბავი შეემთხვევა.
„ავიარეისის დაგვიანების გამო, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნიდერლანდების წინააღმდეგ შეხვედრას არ დასწრებია. თუმცა, რობერტო მარტინესი უკვე საქართველოშია და 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იმყოფება.
მისი ჩამოსვლა თავდაპირველად დღის ბოლოს იყო დაგეგმილი და რობერტო მარტინესი უნდა დასწრებოდა პორტუგალიის და ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებების მატჩს. თუმცა, გადაჯდომის დროს რეისის დაგვიანების გამო, შეხვედრას ვერ დაესწრო.
თუმცა, მწვრთნელმა გადაწყვიტა შეერთებოდა გუნდს, ისარგებლა შესაძლებლობით, მოთამაშეებს სიტყვით მიმართა და ტურნირის შესახებ ესაუბრა. შემდეგ მათთან ერთად ისადილა. მატჩის მეორე დღეს კი რობერტო მარტინესი ლისაბონში დაბრუნდება“, – წერს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.