რობერტო მანჩინის კორონავირუსი აქვს
რობერტო მანჩინის კორონავირუსი აქვს

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა, – გამოაცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 55 წლის სპეციალისტის ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

იტალიის ნაკრები 11 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ესტონეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, გუნდს ელოდება ორი შეხვედრა ერთა ლიგაზე: 15 ნოემბერს პოლონეთთან და 18 ნოემბერს – ბოსნიასთან.