რობერტო მანჩინიმ, შესაძლოა, საუდის არაბეთის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT
რამდენიმე დღის წინ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა რობერტო მანჩინიმ.
ევრო 2020-ის ტრიუმფატორს უკვე აქვს შეთავაზება – როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, მანჩინიმ საუდის არაბეთის ნაკრებისგან მიიღო წინადადება.
თუ იტალიელი სპეციალისტი დათანხმდება პირობებს, რომელსაც მას არაბული მხარე სთავაზობს, ის წელიწადში 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კონტრაქტის ხანგრძლივობის შესახებ არაფერია ცნობილი.
დი მარციო აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლა რობერტო მანჩინიზე საკმაოდ დიდია.