რობერტო მანჩინიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრებიდან წასვლაში დაადანაშაულა #1TVSPORT
იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ პოსტის დატოვების შემდეგ განცხადება გააკეთა.
„მე ავუხსენი, რომ ამ თვეებში მხარდაჭერა და სიმშვიდე მჭირდებოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, ამიტომაც წავედი.
უნდა გამეკეთებინა თუ არა ეს ადრე? შესაძლოა, მაგრამ მე დავტოვე იტალიის ნაკრები მომდევნო მატჩამდე 25 დღით ადრე და არა სამი დღით ადრე.
გრავინა მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა, გავლენა ჰქონოდა ნაკრების პერსონალზე. მე ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ, მაქსიმუმ, ორი ახალი სახის დამატება შეეძლო, მაგრამ ვერ მოიშორებდა ორ ადამიანს, რომლებიც მუშაობენ და შედეგი მოაქვთ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება ერთ-ერთი ჩემი თანამშრომლის შეცვლის შესახებ.
გარკვეული პერიოდი გრავინა სრულიად სხვანაირად ფიქრობდა, ვიდრე მე. მე „მომკლა“ უშუალოდ ჩემმა გადაწყვეტილებამ. მინდოდა, გამეგზავნა სიგნალი პრეზიდენტისთვის, მას შეეძლო ჩემი დახმარება, მაგრამ ამის სურვილი არ ჰქონია“, – მოჰყავს მანჩინის სიტყვები გამოცემა Football Italia-ს.