რობერტო მანჩინიმ ევრო 2020-ის ფავორიტად საფრანგეთის ნაკრები დაასახელა #1TVSPORT
რობერტო მანჩინიმ ევრო 2020-ის ფავორიტად საფრანგეთის ნაკრები დაასახელა #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევრო 2020-ის მოგებაზე პროგნოზი გააკეთა. სპეციალისტმა დაასახელა მოახლოებული ტურნირის ფავორიტები იმ პირობით, რომ სიაში არ შეიყვანდა იტალიის ნაკრებს.

მანჩინის აზრით, ევროპის ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსები აქვს საფრანგეთის ნაკრებს. მეორე ადგილზე იტალიელმა ინგლისის ნაკრები დააყენა, მესამეზე – ბელგია.

ევრო 2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.