რობერტო მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხდება და წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს #1TVSPORT
იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი სათავეში ჩაუდგება საუდის არაბეთის ნაკრებს.
როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, 58 წლის მწვრთნელი 2026 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. მანჩინის ხელფასი წელიწადში 20 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ მანჩინიმ 13 აგვისტოს დატოვა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ეკავა.