რობერტო მანჩინი - იტალიაში ბელინგემის დონის 4-5 ფეხბურთელია, მაგრამ მათ სათამაშო დრო არ ჰყოფნით #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რობერტო მანჩინის მიაჩნია, რომ იტალიაში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, რომლებსაც სათანადო განვითარება ესაჭიროებათ.
„პრობლემა არა ნიჭიერი ფეხბურთელების დეფიციტში, არამედ მათთვის განვითარების საშუალების მიცემაშია. ჩვენ ყველგან ვეძებთ, მათ შორის, ახალგაზრდულ გუნდებში.
ვფიქრობ, იტალიაში არის ბელინგემის დონის ოთხი ან ხუთი ტალანტი, მაგრამ მათ სათამაშო დრო უნდა მიეცეთ. გვყავს ხარისხიანი ახალგაზრდა ფეხბურთელები, მაგრამ მათ გამოცდილება არ ჰყოფნით.
ინგლისში, ნიდერლანდებში ან გერმანიაში თუ ფეხბურთელი ნიჭიერია, მას თამაშის საშუალებას აძლევენ. ჩვენ გვყავს ასეთი დონის რამდენიმე ახალგაზრდა, მაგრამ ისინი სათამაშო დროს საჭიროებენ.
ამ მომენტისთვის იტალიაში არც ისე ბევრი ტოპ ფორვარდია, მაგრამ ვცდილობთ მათ მონახვას. მაგალითად, ჯანლუიჯი სკამაკას შესანიშნავი გამოცდილება აქვს, რადგან პრემიერლიგა ძალიან რთულია“, – განაცხადა მანჩინიმ.