ლივერპულის ფორვარდი რობერტო ფირმინო ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში ბარსელონას წინააღმდეგ. ამის შესახებ განაცხადა მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.
„ფირმინო ვერ იქნება მზად სამშაბათისთვის. დანარჩენს მოგვიანებით შევიტყობთ“, – განაცხადა ლივერპულის დამრიგებელმა.
ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ბარსელონას წინააღმდეგ მოჰამედ სალაჰის თამაში, რომელიც შაბათს, პრემიერლიგის 37-ე ტურში, საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. ის შეხვედრა ლივერპულმა სტუმრად 3:2 მოუგო ნიუკასლს.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე 3:0 მოუგო ლივერპულს.