რობერტო ფირმინო ბარსელონასთან განმეორებით მატჩს გამოტოვებს

13:31, 05.05.2019

ლივერპულის ფორვარდი რობერტო ფირმინო ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში ბარსელონას წინააღმდეგ. ამის შესახებ განაცხადა მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.

„ფირმინო ვერ იქნება მზად სამშაბათისთვის. დანარჩენს მოგვიანებით შევიტყობთ“, – განაცხადა ლივერპულის  დამრიგებელმა.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ბარსელონას წინააღმდეგ მოჰამედ სალაჰის თამაში, რომელიც შაბათს, პრემიერლიგის 37-ე ტურში, საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. ის შეხვედრა ლივერპულმა სტუმრად 3:2 მოუგო ნიუკასლს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე 3:0 მოუგო ლივერპულს.

მსგავსი