რობერტო ბაჯოს სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა #1TVSPORT
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ოქროს ბურთის“ მფლობელის, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის სახლში ხუთი შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.
იუწყებიან, რომ რობერტო ბაჯომ წინააღმდეგობის გაწევა სცადა და ერთ-ერთმა მძარცველმა შუბლში პისტოლეტის ტარი ჩაარტყა. ფეხბურთელი მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რობერტო ბაჯომ „ოქროს ბურთი“ 1993 წელს, „იუვენტუსში“ თამაშისას დაიმსახურა, როცა იტალიის ჩემპიონი გახდა. მომდევნო წელს კი იტალიის ნაკრების ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო და „სკუადრა აძურასთან“ ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.