რობერტა მეცოლას პასუხი კითხვაზე, რას უპასუხებდა მაკრონის განცხადებას, რომ რუსეთი არ უნდა დავამციროთ [ვიდეო]

მე არ ვსაუბრობ დამცირებაზე, მე ვსაუბრობ ქალებსა და ბავშვებზე, რომლებსაც განურჩევლად აუპატიურებენ და კლავენ და ეს უნდა იყოს ჩვენი ფოკუსი, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული.

მოდერატორმა რობერტა მეცოლას ჰკითხა – პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რა არის თქვენი პასუხი ამაზე? რაზეც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გაიცინა და მას დარბაზში მყოფთა სიცილიც მოჰყვა.

„მე არ ვსაუბრობ დამცირებაზე, მე ვსაუბრობ ქალებზე და ბავშვებზე, რომლებსაც განურჩევლად აუპატიურებენ და კლავენ და ეს უნდა იყოს ჩვენი ფოკუსი“, – აღნიშნა მეცოლამ. მის განცხადებას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

„ვფიქრობ, ჩვენ ზედმეტად ბევრი წელი ვფიქრობდით, რომ დამშვიდება ან სახის შენარჩუნება გაიმარჯვებს ომებში, თუმცა როცა ვამბობთ, რომ ომი უნდა იყოს ერთი, რის საფასურად? რომ იარაღი იყოს მიმართული ერთი მიმართულებით? ფუნდამენტური ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე, რომლის შესანარჩუნებლად ყველა ჩვენი ქვეყანა ამდენ ხანს იბრძოდა? უნდა გავუღოთ კარი ერთ პირს, რომელიც ფიქრობს, რომ შეუძლია მიწების, ხალხის მიტაცება და როგორც ის ამბობს, მათი „გათავისუფლება“. მე არ შემოვალ დისკუსიებში იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს დამცირება“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისთვის სივრცე ყოველთვის არის. ამასთან, მან სამხედრო დამნაშავეების გასამართლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.