რობერტა მეცოლა - ვიმედოვნებთ, არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვაზე, ასევე, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე
რობერტა მეცოლა - ვიმედოვნებთ, არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვაზე, ასევე, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე

ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინაზე და მოლდოვაზე, ასევე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერია.

„ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება იყო ყველაზე წარმატებული და ძლიერი ინსტრუმენტი. ეს არის ორმხრივი სარგებელი ყველასთვის. ჩვენ ეს წარსულში ვნახეთ. დღეს ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, რადგან თუ ჩვენ ვიძლევით იმედს, ამას თან უნდა ახლდეს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. სხვა შემთხვევაში, იმედი გაქრება და მეორე, ამ სიცარიელეს შეავსებენ ისინი, ვინც ხელს უწყობენ არასტაბილურობას ჩვენს უშუალო სამეზებლოში. ეს არცერთ ჩვენგანს არ სურს. ჩვენ დღეს და ხვალ გავაგზავნით მკაფიო შეტყობინებებს. როგორც მანამდე ვთქვით, ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას, პირველ რიგში, უკრაინასა და მოლდოვაზე, ასევე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე. ჩვენ მივესალმებით და გავაგრძელებთ შემდეგი ნაბიჯების განხილვას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.