რობერტა მეცოლა – ევროპარლამენტის არჩევნებში ჩემი ხმა დავაფიქსირე, გამოიყენე შენი ხმა, თორემ შენს მაგივრად სხვა გადაწყვეტს

17:19, 08.06.2024

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ საკუთარი არჩევანი მალტაში გააკეთა.

„მოვალეობა შესრულებულია. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში ჩემი ხმა დავაფიქსირე. გამოიყენე შენი ხმა, თორემ სხვა გადაწყვეტს შენს მაგივრად”, – წერს მეცოლა სოციალურ ქსელში.

მალტაში დღეს საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა 22:00 საათამდე გაგრძელდება.

მალტა ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყანაა, თუმცა მაღალი საარჩევნო აქტივობით გამოირჩევა. 2019 წელს ამომრჩევლის აქტივობა 73% იყო, მას მხოლოდ ბელგია და ლუქსემბურგი ასწრებდნენ. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა.

ახალი მოწვევის ევროპარლამენტში მალტას ექვსი წარმომადგენელი ეყოლება.

მსგავსი