რობერტა მეცოლა - ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ენერგორესურსებზე ფასით სპეკულირება, ეს მანამდეც გაგვიკეთებია, რაც უფრო დიდი ხანი გასტანს ეს, პუტინი უფრო დიდხანს შეძლებს, ითამაშოს მუქარით
რობერტა მეცოლა - ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ენერგორესურსებზე ფასით სპეკულირება, ეს მანამდეც გაგვიკეთებია, რაც უფრო დიდი ხანი გასტანს ეს, პუტინი უფრო დიდხანს შეძლებს, ითამაშოს მუქარით

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ენერგორესურსებზე ფასით სპეკულირება, ეს მანამდეც გაგვიკეთებია, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს, როდესაც შევთანხმდით და ვიპოვეთ საერთო გამოსავალი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

როგორც რობერტო მეცოლამ აღნიშნა, რაც უფრო დიდი ხანი გასტანს ეს, პუტინი უფრო დიდი ხანი შეძლებს ითამაშოს მუქარით, შანტაჟით და დაშინებით.

„არავითარი განსხვავება არ იყო ქვეყნებს შორის. ჩემი აზრით, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, სწორედ ამას ელოდება ჩვენგან მოსახლეობა. რაც შეეხება იმ ზომებს, რომლებიც უნდა მივიღოთ. გვაქვს მოკლევადიანი ზომები, ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ გაზის მიმართულებით. არ არსებობს მარტივი გამოსავალი. არ არსებობს მარტივი პასუხები, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, მათ მისაღებად. ჩვენი მოქალაქეები შეშფოთებულები არიან. უნდა დავწიოთ გადასახადები, უნდა გადავარჩინოთ ბიზნესები, უნდა დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ პროპორციული პასუხი გვაქვს. რაც უფრო დიდი ხანი გასტანს ეს, პუტინი უფრო დიდი ხანი შეძლებს ითამაშოს მუქარით, შანტაჟით და დაშინებით. ის არ შეჩერებულა 2008 წელს, არ შეჩერებულა 2014-ში და მას არც ახლა აქვს გაჩერების სურვილი. თუ წევრ სახელმწიფოებს მეტი დრო სჭირდებათ, მათ ეს დრო უნდა მიეცეთ, მაგრამ მოდით არ გადავუსწროთ ერთმანეთს, დავასრულოთ სპეკულაციები და დღის ბოლოს პუტინს ვანახოთ, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც გვკარნახობს, ვინც გადაიხდის და როგორ გადავიხდით ჩვენს გადასახდელს“, – განაცხადა რობერტო მეცოლამ.

პრაღაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილება უკრაინის დახმარების საკითხი და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზები ევროპაში.