რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის განაცხადს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის განაცხადს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის განაცხადს კანდიდატის სტატუსის მინიჭების, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თმით, უკრაინა უკვე არის ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა ახლა დროა, რომ მას ასევე მისცენ ევროპულ პროექტში გაწევრიანების ნამდვილი შესაძლებლობა.

„ყველა ჟურნალისტი, რომელსაც ვხვდები, მეკითხება ევროპულ მისწრაფებებზე. უკრაინა უკვე არის ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა ახლა დროა, რომ მას ასევე მისცენ ჩვენს ევროპულ პროექტში გაწევრიანების ნამდვილი შესაძლებლობა. ეს ეხება იმედს, ეს ეხება იმ საფასურის აღიარებას, რომლის გადახდაც უკრაინას აიძულეს და ეს ასევე უკრაინის გაძლიერებასთან ერთად, ევროპის გაძლიერებას ეხება. ასე რომ, ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო, ევროპარლამენტი, რომლის წარმოდგენის პატივი და პასუხისმგებლობა მხვდა წილად, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის განაცხადს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.