რობერტა მეცოლა - 14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა პროევროპული არჩევანი, საქართველო მიეკუთვნება ღირებულებათა ევროპულ ოჯახს
რობერტა მეცოლა - 14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა პროევროპული არჩევანი, საქართველო მიეკუთვნება ღირებულებათა ევროპულ ოჯახს

14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რობერტა მეცოლა აღნიშნავს, ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას.

„14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი. ჩვენ არასოდეს მივიღებთ „ძლევამოსილების უფლებას“. საქართველო მიეკუთვნება ღირებულებათა ევროპულ ოჯახს. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას“, – წერს რობერტა მეცოლა.

დატოვე კომენტარი