მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი იძულებული იქნება, ოთხი კვირა გამოტოვოს მუხლის ტრავმის გამო, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში მიიღო. იმ შეხვედრაში „ბაიერნმა“ სტუმრად „ჩელსი” 3:0 დაამარცხა.
31 წლის პოლონელს დაუდგინეს მუხლის სახსრის დაზიანება, – იტყობინება მიუნხენური კლუბის პრესსამსახური.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 33 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა. ის 11 გოლით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.