რობერტ ლევანდოვსკი - 2023 წლის „ოქროს ბურთს“ უკვე ჰყავს მფლობელი #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკი - 2023 წლის „ოქროს ბურთს“ უკვე ჰყავს მფლობელი #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც, მისი აზრით, 2023 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდება.

პოლონელს „ფრანს ფუტბოლის“ ჯილდოზე მთავარ პრეტენდენტად „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი მიაჩნია. ლევანდოვსკის აზრით, არგენტინელისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო მის თანაგუნდელს, კილიან მბაპეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მეორე ადგილი დაიკავა, მესიმ კი არგენტინის ნაკრები ჩემპიონობამდე მიიყვანა.

„2023 წლის „ოქროს ბურთს“ უკვე ჰყავს მფლობელი? რა თქმა უნდა. შესაძლოა, არის კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც იმავე კლუბში თამაშობს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი ერთია და სწორედ იქ გამარჯვება გახდება გადამწყვეტი ამ სეზონში „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოვლენისას. ამჟამად ლეო ნამდვილად მწვერვალზეა იმის წყალობით, რასაც მიაღწია. ახლა მას შეუძლია, ამით დატკბეს“, – მოჰყავს ლევანდოვსკის სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.

ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ შვიდგზის მფლობელია, რაც აბსოლუტური რეკორდია.