რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი - გერმანიაში კორონავირუსის პანდემია კონტროლს წლის ბოლომდე დაექვემდებარება
რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი - გერმანიაში კორონავირუსის პანდემია კონტროლს წლის ბოლომდე დაექვემდებარება

გერმანიაში კორონავირუსის პანდემია კონტროლს წლის ბოლომდე დაექვემდებარება, – ამის შესახებ გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ლოტჰარ ვილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა აღნიშა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ვითარების გართულების საფრთხეს ქმნის.

გერმანიაში ამ დროისთვის გამოვლენილია კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის 16 შემთხვევა. ყველა ინფიცირებული საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორიის მქონე პირია. ვილერმა მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავისშეკავებისკენ, ასევე ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდა. მან ასევე სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური წესების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

გერმანიის მთავრობამ გაამკაცრა ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შესული პირების კონტროლი. გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 244 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.