რობერტ ფიცომ, იმის დასამტკიცებლად, რომ ჯანმრთელადაა, მდინარე დუნაიში გაცურა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ მდინარე დუნაიში გაცურა იმის დასამტკიცებლად, რომ ჯანმრთელადაა.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თავის ფეისბუგვერდზე დაწერა, რომ მან ჟურნალისტებს, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყვნენ დაინტერესებულნი, ცურვა შესთავაზა, თუმცა არავინ მისულა.
„სულ რაღაც გუშინ ჟურნალისტები „შეშფოთებულები“ იყვნენ, ვსუნთქავდი თუ არა და შევძლებდი თუ არა ჩემს კაბინეტში კიბეებზე ასვლას. ამიტომ დღეს დილით ისინი კაშხალთან დავპატიჟე გასახურებლად და საცურაოდ. მგონია, რომ მათ ეს მარილივით სჭირდებათ. არავინ მოსულა. მესმის. ოდნავ წვიმდა და უფრო ციოდა“, – წერს ფიცო.