რობერტ ფიცომ და ვიქტორ ორბანმა შეხვედრაზე ენერგეტიკული უსაფრთხოება და რეგიონში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის ეკონომიკური შედეგები განიხილეს
რობერტ ფიცომ და ვიქტორ ორბანმა შეხვედრაზე ენერგეტიკული უსაფრთხოება და რეგიონში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის ეკონომიკური შედეგები განიხილეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ და უგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკული უსაფრთხოება და რეგიონში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის ეკონომიკური შედეგები განიხილეს.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, ის და ორბანი ერთნაირი მოსაზრება აქვთ უკრაინის მხრიდან გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ.

„ასეთი გადაწყვეტილება არა მხოლოდ სლოვაკეთის რესპუბლიკას დააზარალებს ტრანზიტის გადასახადის კუთხით, არამედ ზიანს მიაყენებს მთელ ევროკავშირს, უნგრეთის ჩათვლით, რადგან ის ქმნის უზარმაზარ წნეხს ევროპაში ენერგეტიკული ფასების ზრდაზე“, – აღნიშნა ფიცომ.

ფიცო აცხადებს, რომ უნგრეთთან ერთად იმუშავებს, რათა ევროკავშირმა მოისმინოს მათი აზრი. მისივე თქმით, განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რათა სლოვაკეთში გაზის ტრანზიტი გაგრძელდეს.

„ ჩემი მხრიდან, მე კვლავ მაქვს ინტერესი, შევხვდე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“ – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.